შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდში 8 000 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უაქციზო 8000 ღერი სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტი ზუგდიდში გამოავლინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.