“შემოულაწუნე პუტინს“ – BBC–ს რეპორტაჟი ქართულ პროტესტზე

ბიბისი–ს რუსული რედაქცია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წერს.
პროტესტმა საქართველოში ახალი ფორმები მიიღო – სანამ ზოგი თბილისელი მიტინგებზე დადის, ზოგმა ვებგვერდი ჩაუშვა, სადაც შეგიძლიათ რუსუთის პრეზიდენტს ვირუტალურად შემოულაწუნოთ. უკვე მოიძებნა ამის გაკეთების მილიონობით მსურველი. საიტი, რომელიც ვიზიტორებს ვირტუალურად პუტინისთვის სახეში შემოლაწუნებას სთავაზობდა, გამართულად მუშაობდა, სანამ შემოლაწუნების მსურველთა რიცხვმა 10 მილიონს არ მიაღწია. ყველაზე ხშირად პორტალზე ქართველები შედიოდნენ. მეორე ადგილზე იყვნენ რუსი მომხმარებლები.
თბილისის ბარებმა და კაფეებმა კი პროტესტი ინტერნეტს მიღმა გამოხატეს. ერთ რესტორანში რუს სტუმრებს 20% ფასნამატს სთავაზობდნენ – საქართველოში თვლიან, რომ მათი ტერიტორიის 20% (აფხაზეთი და ოსეთი) რუსეთის მიერ არის უკუპირებული. თუმცა ეს აქცია მეპატრონეებმა მალევე გააუქმეს და აღიარეს, რომ ეს არასწორი მესიჯი იყო. ერთი ბარის მფლობელმა კი მაგალითად რუს სტუმრებს ფასდაკლება შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ ისინი კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები არიან.
რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტმა უკვე გამოიწვია ავიამიმოსვლის შეჩერება ორ ქვეყანას შორის. ქართველებმა მოსკოვის ეს გადაწყვეტილება აღიქვეს როგორც მათი ეკონომიკისთვის დარტყმის მიყენების მცდელობა. კრემლში კი ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიან.
ურთიერთობა რუსეთ–საქართველოს შორის 21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიძაბა. ხალხმა პარლამენტის შენობის შტურმით აღება სცადა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა.
აქციის დაშლისას 200–ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. კრემლმა მომხდარში “რუსოფობური განწყობები“ დაინახა –წერს ბიბისი.