რუსული სახელისუფლებო მედია რია ნოვოსტის ინფორმაციით, მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ლიპეცკის რეგიონში გადაბრუნდა და შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მათი ცნობით, ავტობუსის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა.
ავარია ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე, სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენს ადმინისტრაცისთან. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებს შორის არის ერთი ბავშვი, რომელსაც აქვს მსუბუქი დაბეჟილობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ლიპეცკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.