მორიგი დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირევით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ. ამჯერად, შელაპარაკება ისევ ყოფლ თანაგუნდელებს, იურიდიული კომიტეტის ყოფილ და ამაჟამინდელ თავმჯდომარეებს, ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილს შორის დაიწყო, რაშიც სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი ანრი ოხანაშვილის მხარდასაჭერად ჩაერია. მათიკაშვილმა და ოხანაშვილმა ბესელიას ის კანინპროექტები შეახსენეს, რომლებსაც მხარს უჭერდა. „იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს არ ახსოვს, რომელ კანონპროექტებს უჭერდა მხარას და აქ ჩვენ გვედავება“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მათიკაშვილმა კი ეკა ბესელიას ურჩია, დაგუგლოს და ნახოს, ვინ სად იყო 2012 წელს.
მოგვიანებით, ბესელია-ოხანაშვილი-მათიკაშვილის დაპირისპირებაში უმრავლესობიდან წასული გედევან ფოფხაძე და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ჩაერთნენ. ზარდიაშვილმა ბესლია-ფოფხაძეს პროფესიონალიზმი და წარსული საქმიანობა დაუწუნა და განაცხადა,რომ მათი განცხადებები ფარსია. „მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ, – განუცხადა ზარდიაშვილმა ბესელია-ფოფხაძეს. „მაგ სიმართლიც გაცხოვროს ღმერთმა, ქართული ოცნების მესაფლავე ხარ“ – ასე უპასუხა გედევან ფოფხაძემ ზარდიაშვილს და პირდაპირ ეთერში გამოიწვია, სადაც როგორც თავად თქვა, ზარდიაშვილს პირში ეტყვის ყველაფერს. ამ დაპირისპირების დროს კომიეტეტის სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი ტექნიკური პერსონალისგან მოითხოვდა, მიკროფონები გამოერთოთ და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხევაში ჩაერთოთ. „ეს არ არის საჭორაო ადგილი, ეს კომიტეტია“ – აცხადებდა მათიკაშვილი, რომერლსაც სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ ეძლეოდა.