პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს დაუპირისპირდა და უთხრა, რომ ის ვანო ზარდიაშვილის მეგობარი იყო.
ბესელიამ ნათია სონღულაშვილს მოუწოდა, რომ კითხვები ზარდიაშვილის მეგობრის პოზიციიდან არ დაესვა და პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებულიყო.
ჟურნალისტის შეკითხვა პარლამენტში ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, სონღულაშვილი დაინტერესდა დეპუტატის მხრიდან ხელის დარტყმა იყო თუ არა სწორი საქციელი.