“შექმენით იმის მეათედი რაც მე შევქმენი და მერე გამომაცხადეთ წარსულად ” – სააკაშვილი

“იმათ ჩემთან კი არ აქვთ პრობლემა, იმათ პრობლემა აქვთ ქართველ ხალხთან… იძახიან სააკაშვილი არის წარსული. შექმენით ჯერ იმის მეათედი რაც შექმნა სააკაშვილმა და მერე გამომაცხადეთ წარსულად, ”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.

სააკაშვილი მთავარ აქცენტებში მომავლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთადერთი წარმატებული სახელმწიფო მთელ მართლმადიდებელ სამყაროში მას უკავშირდება.

“ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი, მან ძალიან კარგად იცის რა საფრთხეს წარმოვადგენ მისთვის და მთავარი ჩემი ძალა არის იმაში, რომ ჩემთან დაკავშირებულია ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია მთელს მართლმადიდებელ სამყაროში და მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში. ეს არის სიმართლე,”- ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლიტიკური შტაბის შექმნა დააანონსა და პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.