“შერატონთან” პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

“ოცნების” საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია, გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩაივლის. სასტუმრო “შერატონთან” პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

სამართალდამცველების ყოფნა სავარაუდოდ სასტუმროსთან მიმდინარე აქციას უკავშირდება. ისინი მმართველი გუნდის წევრებს “სირცხვილის დერეფანს” უწყობენ. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას 12 დღეა არ ესმის ხალხის ხმა – გადააყენოს თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი.

მმართველი გუნდის ნაწილი უკვე სასტუმროში იმყოფება. ადგილზე ელოდებიან “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც. მასაც “სირცხვილის დერეფანში” მოუწევს გავლა.

დეპუტატები სასტუმროში სტვენისა და შეძახილების ფონზე შედიან.

პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით – “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტის ინიცირების პროცესს დღეიდან იწყებს. სიახლის პრეზენტაციას უმრავლესობა რამდენიმე საათში, ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე ჩაატარებს.