შესაძლოა, მეთქვას არ მახსოვს,, ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე” – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“არ მახსოვს შესაძლოა, მეთქვას ეს სიტყვები, მაგრამ ერთი გაითვალისწინეთ, მე მინდა ვიცოდე და ამას აუცილებლად გავიგებ ვინ არის ჩემი მტერი, მინდა ვიცოდე მისი ცოცხალიც, მკვდარიც, შვილიც და შთამომავალიც, არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდე ვინ არის ჩემი მტერი.
ძალით თუ არ მიმიყვანეს, მე სუს-ში ნებით არ ვარ მიმსვლელი, საქართველოში მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა მაინც წარმოიდგინოს ჩემ ადგილზე თავი და მიხვდებიან რატომ არ მივდივარ.
რაც სამყარო დაარსდა თუ რამე ნაძირლობა მოხდა სუს-მა ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა. ერთი წელია, მუშაობენ როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახაო, ყველა ამაზე მუშაობს, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
მე მომიკლეს ჩემ სახლში ჩემი შვილი ჩემ თვალწინ, მაგრამ მე მაქვს ჩემი ღირსება, რომ დამიჭირონ ციხიდან ვიბრძოლებ! “, -აცხადებს მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერაქტის ორგანიზება და რამდენიმე ადამიანის ლიკვიდაცია, მათ შორის,სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა. ამასთან, სუს-მა ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სუსის ინფორმაციით,ისინი ტერაქტის მომზადებაზე საუბრობენ.