“შეწყალებისას არ იმყოფებოდა საქართველოში, ძალიან შეწუხებულია, გვარი ოთხმეზური არ შემხვდა სიაშიო ” – ნანა ლორთქიფანიძე ზურაბიშვილზე

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე იმყოფებოდა, რომელიც გოგი ოთხმეზურის ბიძაშვილია და ის შეწყალების სკანდალზე საუბრობდა.

„როცა ეს თემა ტელევიზიებით გაჟღერდა, გიორგი ოთხმეზური არ იმყოფებოდა საქართველოში და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მე დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არ იმყოფებოდაო. ეს ახსნა-განმარტება ტელეფონზე, მესიჯის სახითაც მომწერეს და შემდეგაც ასე მითხრეს.

გოგი ოთხმეზურს უთხრეს, რომ პრეზიდენტს უნდოდა გასაუბრება. მან ადექვატური პასუხი გასცა. მაშინ პრეზიდენტს ყველა დაზარალებული ოჯახი უნდა დაებარებინა და დალაპარაკებოდა. მე არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რის თქმას აპირებდა, ან რა აქვს სათქმელი.

ერთადერთი მე რაც მითხრეს და მანამდე მომწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, არის ის, რომ ქალბატონი სალომე ძალიან შეწუხებულია, გვარი ოთხმეზური არ შემხვდა სიაშიო, ესეიგი, მარიკა ლორთქიოფანიძის შვილიშვილი უნდა იყოს და გიორგი ოთხმეზურის შვილი, რომ შეწუხდეს ქალბატონი სალომე? აბსოლუტურად გაუგებარი პასუხები გაგვცეს და საერთოდ გაუგებარი თავის მართლებაა“ – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.