“შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა”- ზურაბ ჯაფარიძემ ხვალ “გირჩისა” და “შმაქსისტების” აქცია დაანონსა.
ხვალ, 12:00 საათზე, “გირჩის” წევრები, შმაქსისტებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან რის შემდეგაც კოლონით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ და საპროტესტო აქციას გამართავენ.
ჯაფარიძის თქმით, შმაქსისტებს აშინებენ და ჯარიმებს უწერენ.
“პატრული თავხედურად უწერს მათ ჯარიმებს. მეტიც, ეს ადამიანები მიდიან შსს-ში, რომ გაასაჩივრონ ჯარიმა და იქ თავხედურად “აკაჩავებენ”, ატყუებენ რომ მათ არ აქვთ გასაჩივრების უფლება და “კაჩაობით”აიძულებენ, რომ დაწერონ ერთგვარი აღიარებითი ჩვენება, რომ ისინი “შმაქსმა” შეიყვანა შეცდომაში,”-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.