“აბსოლუტურად შეუძლებელი არის ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება”-ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. ჟურნალისტების შეკითხვა ლარის კურსის გაუფასურებას და სექტემბერში ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო ვარდნას ეხებოდა.
“მცურავი კურსის პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელი არის ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება, ჩვენ გავაკეთეთ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, რამაც მოახდინა გავლენა ლარის კურსზე, თუმცა მინდა, შეგახსენოთ რომ ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში რომელიც არის განმსაზღვრელი ლარის კურსისა, იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით, რაც შეეხება ზომებს მოგეხსენებათ, რომ რაიმე კონკრეტული ნიშნული ჩვენ ლარის კურსისთვის არ გვაქვს 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და ამ კომიტეტზე ვიმსჯელებთ. იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ ზომები არის მისაღები, ვიღებთ ყველა ზომას.”-განაცხადა კობა გვენატაძემ.