“შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო” – ჯაღმაიძე გარდაცვლილ ლუკა სირიაზე

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, გამორიცხული არაა, რომ 15 წლის მოზარდი კორპუსიდან შემთხვევით გადმოვარდნილიყო. 

“გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან. ესეც რომ არა, დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო”, — აცხადებს ჯაღმაიძე.

15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.