ანგარიშის წარდგენისას სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამა თუ იმ პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პირად მოსაზრებებს არ გამოხატავს. „ერთადერთი, შემიძლია აზრი გამოვთქვა შექმნილ ახალ მოცემულობასთან დაკავშირებით. როცა აღარ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა და სადაც შესაძლოა ფრაქციების, ან თუნდაც უმცირესობის გადალგება მოხდეს, ეს პროცესები ჩემი გადასახედიდან ახალი საპარლამენტო სისტემის ბუნებრივი ნაწილია, ასეთ სისტემაში საკანონმდებლო უმრავლესობის მიღწევისთვის ან მთავრობის დამტკიცებისთვის ხანდახან საჭირო ხდება კალიციების შექმნა. მოვლენების ასეთი განვითარება არც უნდა გაგვიკვირდეს, და არც უნდა ოყოს აღქმული დესტრუქციის შემცველ ფაქტორად, თუკი იგი არ ემუქრება ქვეყნის სტაბილიზაციას. ამ შემთხვევაში უფრო საყურადრებოა, პოლიტიკური დისკურსი, მკვეთრი განცხადებები, შეურაცხყოფები რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ხვალინდელი თამამშრომლობის ფორატის შექმნას. ჩვენი პერსპექტივებიდან გამომდინარე, ამის უფლება არ გვაქვს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.