ქართველი მეცო-სოპრანო საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსს ქართულად, ინგლისურად და იტალიურად აქვეყნებს, სადაც ის ტურისტებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.
“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას!შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!”- წერს ანიტა რაჭველიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
შეგახსენებთ რომ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც.ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ