ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროსაბჭოში პრეზიდენტის მოხსენება შესანიშნავი და კარგად აქცენტირებული იყო.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებთან არის დაკავშირებული და “შესანიშნავი იყო კითხვა-პასუხში”.
,,შეეხო ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ეროვნულ ინტერესებთან. ეს იყო ამომწურავი, კარგად აქცენტირებული მოხსენება და ასევე შესანიშნავი იყო პრეზიდენტი კითხვა-პასუხში, დაისვა საინტერესო შეკითხვები პრეზიდენტის მიმართ და ამ კითხვებს გაეცა საინტერესო პასუხები. ყველა პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა პრეზიდენტის მოხსენებაში, ის სპეკულაციები, რომელსაც მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტურად უსაფუძვლო”,- განაცხადა კობახიძემ.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. მან სიტყვის თავისუფლებაზე, საქართველოს დემოკრატიულ წინსვლაზე, გავრილოვის ღამეზე, რუსი დელეგატების საქართველოში შემოშვებაზე და სხვა მრავალ თემაზე ისაუბრა, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.