“შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ”:კობახიძე პირობას დებს, რომ ბესელიას წასვლის რეალურ მიზეზს იტყვის

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელის მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დატოვების მიზეზზე საუბარს დღეს არ აპირებს და საზოგადოებას პირდება, რომ მოტივი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზები არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ და საზოგადოებასთან მოგვიანებით ვისაუბრებთ. დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, სჯობს, სხვა დროს გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარი მიზეზებთან დაკავშირებით. თუმცა, გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზეზებს დავუბრუნდებით და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება საზოგადოებასთან საუბარი. დღეს მე არც ერთ მიზეზს არ გავშლი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:


ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი



“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)



პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა