შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50 წლის ქალი დააკავა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50 წლის ქალი დააკავა. შემთხვევა გორში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა, მეპატრონესთან მორიგი სტუმრობის დროს ოქროს ნივთის მოპარვა სცადა, რაც ბინის მფლობელმა შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ბრალდებულმა 74 წლის ქალს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბინის პატრონი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილის დატოვებამდე კი ბრალდებულმა ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.