ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მტკიცებით, გაზის ტარიფი არ გაიზრდება. თურნავას არგუმენტად მისი შინაგანი რწმენა მოჰყავს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის თქმით, შარშანაც გამართლდა.
“ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით”-აცხადებს თურნავა.