“შიში თქვენკენ მოიკითხეთ”-კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო

პარლამენტის სხდომაზე ეკა ბესელია სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა. ამის საპასუხოდ კობახიძემ დეპუტატს მიკროფონი გამოურთო.

“პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

რამდენიმე წამში ბესელია კობახიძის ტრიბუნასთან აიჭრა და კობახიძეს მიმართა სიტყვებით “ხო არ შეგეშინდა?”