საპატრულო პოლიციამ “გირჩის” შმAXI დაჯარიმების მიზნით გააჩერა. პოლიციელმა მძღოლს ტაქსზე მუშაობის ლიცენზია მოსთხოვა.
ცოტა ხნის შემდეგ პატრულმა გაჩერებული მანქანის მძღოლი გაუშვა.
“შმაქსაობა მოსულაო”-განაცხადა გირჩის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში შმAXI ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. შმAXI “გირჩის” მორიგი წამოწყებაა, რომელიც ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ არის მიმართული.