შმaxi თბილისისკენ დაიძრა- “გირჩმა” პროექტი შმaxi წარადგინა.
პრეზენტაცია წიწამურთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის წინ გაიმართა.
“დაახლოებით, საუკუნე-ნახევრის წინ წიწამურთან მოკლეს ეს კაცი. ჩვენი აზრით, ამ ქვეყანაში ამ კაცთან ერთად საღი აზრი მოკლეს. ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელიც ამ ერს მორალს სწორად უკითხავდა. ჩვენი აზრით, გირჩიც, რაღაც თვალსაზრისით, არის ამის გამგრძელებელი”-განაცხადა ჯაფარიძემ.
ახალი ექსპერიმენტი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
“თითოეულ ადამიანს, რომელიც ტაქსაობით ირჩენდა თავს და მერიამ დატოვა უმუშევარი, კომპანია შმAXI სთავაზობს მათ, შეეშვან ტაქსაობას და იშმაქსაონ. თუ მათ არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, რომ შეძლებენ მოსახლეობაში გირჩის იდეების სწორად გავრცელებას, ნებისმიერ ციფრულ ფორმატში მივაწვდით ჩვენს საგანმანათლებლო ვიდეოებს, რომელიც გვაქვს ასეულობით”-განაცხადა ჯაფარიძემ.














