შობის ღამეს მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება

თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო 6 იანვრის 23:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე იქნება უფასო.