ქართველი მომღერალი თამუნა ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ფესტივალ World Championships 2019-ის ფინალში გადავიდა და მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი გახდა. ლილუაშვილი ზუგდიდიდან არის, მან საქართველოს სამი მედალი მოუტანა: 1 ოქრო და ორი ვერცხლი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში აღნიშნულ კონკურსზე საქართველო პირველად წარსდგა და პირველივე ჯერზე გამარჯვება მოიპოვა.
“ვერც წარმოვიდგენდი რომ ფინალში გადავიდოდი რადგან ნახევარ-ფინალში ყოფნა უკვე გამარჯვება იყო ჩემთვის რადგან უამრავ კონკურსანტს შორის ჩვენ მოვახერხეთ და მოვხვდით.
მეორე დღეს უნდა გამოეცხადებინათ ფინალისტები ხოლო მე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა დავკმაყოფილებულიყავი მხოლოდ ნახევარ-ფინალით რადგან ვერ მოვხვდებოდი ფინალში, ძლიერი კონკურენტების გამო მაგრამ თურმე სასწაულებიც ხდება. უცებ სცენაზე ჯერ პირველად გაისმა “Georgia” და იქ უკვე მივხვდი რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც უნდა შეცვლილიყო. შემდეგ გაისმა ჩემი სახელი და გვარი. თავიდან უბრალოდ შოკირრებული ვიდექი ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული რომ წამყვანებმა მართლა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის. რომ მე ოკეანის მიღმა პატარა ქვეყნიდან მქონდა დიდი ბედნიერება რომ საქართველო წარმედგინა “ world championship”ის საფინალო შოუში,სადაც მხოლოდ 5 მა ვოკალისტმა მოახერხა გადასვლა და სასწაული იყო იმის გაცნობიერება რომ იმ ხუთეულში ვიყავი მეც. საქართველო პირველია რომელიც პირველად წარსდგა “მსოფლიო ჩემპიონატზე” და პირველ ვიზიტზე გახდა ფინალისტი”-წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.