ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა “შენების მოძრაობის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“ემოციურად დამუხტულ ატმოსფეროში, გაღიზიანებულმა, დავით უსუფაშვილი უსამართლოდ, მკაცრად განვსაჯე. არ ვიყავი უსიამოვნო მომენტის შეფასებაში მართალი და საჯაროდ ვუხდი მას ბოდიშს. არ იმსახურებდა ჩემგან ასეთ სიტყვებს.”-წერს დიღმელაშვილი.
დიღმელაშვილის პოსტს იქვე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი და განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერია.
“შოთა, ნამდვილად და არა პოზირებისთვის, საბოდიშო არაფერი გაქვს ჩემთან. ასეთ დაძაბულ დღეებში ბევრი გაუგებრობა ხდება ხოლმე… ქვეყნის სწორად დალაგების საქმეს შეჭიდებულები ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგებასაც ყოველთვის შევძლებთ. წარმატებები!“ – დაწერა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, შოთა დიღმელაშვილმა უსუფაშვილს მოღალატე უწოდა.
“გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო.უსუფაშვილი, სვეშჩამი!-განაცხადა დიღმელაშვილმა.