„ შოთაძე ადრეც კონკრეტული ფინანსური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი და წარმომადგენელი იყო და მომავალშიც წარმატებით განაგრძობს ფარცხალაძე–მამაცაშვილის მსახურებას. იმიტომაც ცდილობს „ოცნება“ მის გენერალურ პროკურორად დაბრუნებას, თანაც დიდი ზარ-ზეიმით“–ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნებას.
„ „ოცნება“ ბოლო დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ლოგიკა დიდი ხანია აღარ ახლავს. ეს დანიშვნაც იმ ჯაჭვის გაგრძელებაა და მეტი არაფერი, რადგან ვისაც „ოცნებასთან“ ჰქონია შეხება, ყველამ კარგად იცის როგორ ხდება კანდიდატურების შერჩევა. უპირველესი მოთხოვნაა ერთგულება და ნაკლები კომპეტენციაა, საქმის მცოდნეები კი, არავის სჭირდება, მთავარია კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მსახური იყო.“– აცხადებს ჭიჭინაძე.