ირაკლი შოთაძის დანიშვნის გადაწყვეტილება ხელს არ შეუწყობს ნდობას სასამართლო სისტემისადმი, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის შესახებ გუშინ. ეს იყო პროცედურების გაგრძელება და მოსალოდნელი ფაქტიც. ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს და ის პროფესიონალია, თუმცა მეორეს მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემურია. მიმაჩნია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს ნდობას ზოგადად სასამართლო სისტემისადმი, რაც გასაკუთრებით ამ დღეებში, ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს გამოწვევაა. მომავალში ამას სჭირდება ფიქრი და გათვალისწინება“, – განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. არის გამოწვევა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.