შოტლანდიის მთავრობის ყოფილი მეთაური სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

 

შოტლანდიის მთავრობის ყოფილი მეთაური, ალექს სალმონდი დაკავებულია. პოლიციის ინფორმაციით მას ბრალდება უკვე წაუყენეს. თუმცა სამართალდამცავი ორგანოები არ აკონკრეტებენ, რა ედება ბრალად სალმონდს.

 

გასული წლის აგვისტოში შოტლანდიის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალმონდს ბრალი დასდეს სექსუალური ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში ადმინისტრაციის ორი თანამშრომლის მიმართ.

მაშინ შოტლანდიის პოლიციამ არ უპასუხა კითხვას, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო თუ არა ძიება.

სალმონდმა ბრალდებებს სასაცილო უწოდა და საპასუხოდ მთავრობას სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით, თითქოს საჩივრებს მსვლელობა უკანონოდ მიეცა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბრალდებები ეხება 2013 წლის დეკემბრის პერიოდს, როცა სალმონდს ჯერ კიდევ მთავრობის მეთაურის პოსტი ეკავა. სალმონდის წინააღმდეგ ბრალდებით შოტლანდიის პირველი მინისტრის ოფიციალური რეზიდენციის ორი თანამშრომელი გამოდის. მათი სქესი არ კონკრეტდება.  საჩივარი მათ 2018 წლის იანვარში – ინციდენტიდან ხუთი წლის თავზე აღძრეს.