შრი-ლანკაზე განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
შრი-ლანკის მთავრობის განაცხადებით, ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება.
ტერაქტების სერია 21 აპრილს მოხდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტების სერიას 320 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვმა კი 500-ს გადააჭარბა.