შრი-ლანკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ნებისმიერი სამოსით სახის დაფარვა აიკრძალა. გადაწყვეტილებას ხელი შრი-ლანკის პრეზიდენტმა მაითრიპალა სირისენამ მოაწერა. აკრძალვის მიზეზად განმარტებულია, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სამართალდამცავებს საეჭვო პიროვნებების იდენტიფიცირება მარტივად უნდა შეეძლოთ.
21 აპრილს შრი-ლანკაზე მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი დაშავდა.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ აიღო”.აფეთქებების კვლავ განმეორების რისკის გამო, კუნძულზე ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობა კვლავ ძალაშია.














