შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დანიის უმდიდრესი ბიზნესმენის ადამიანის შვილებიც დაიღუპნენ.
ტერაქტს ანდერს ჰოლჩ პოვლსენის სამი შვილი ემსხვერპლა.
მილიარდერი ცოლთან და 4 შვილთან ერთად შრი-ლანკაში სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება კვირა დღეს შრი ლანკაში ეკლესიებსა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.
ცოტა ხანში კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შრი-ლანკაზე მომხდარი 8 ტერაქტის შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა.
ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია 24 ადამიანი.
თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, ტერაქტის რეალური დამკვეთის ვინაობა.














