შრომის ინსპექციის თანამშრომლები „პანორამას“ მშენებლობის ტერიტორიას ამოწმებენ

ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლები „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ტერიტორიაზე იმყოფებიან და  ობიექტზე არსებულ პირობებს ამოწმებენ.

„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე,სადაც ცოტა ხნის წინ 3 მუშა გადმოვარდა,  შრომის ინსპექციის თანამშრომლებს არ უშვებდნენ. 
ამის გამო  მოქალაქეებსა და ობიექტის დაცვის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება  მოხდა.

ამ დროისთვის სამივე დაშავებული მუშა საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.