შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან – კახა საბანაძესთან, მოადგილესთან – ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.
გიორგი გახარია ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.