შს მინისტრის ინტერვიუს პარლამენტის წინ შეკრებილები დიდ ეკრანზე უყურებენ

სისხლიანი ღამის შემდეგ შს მინისტრის პირველ ინტერვიუს, რომელიც „ტვ პირველზე“ მიმდინარეობს, პარლამენტის წინ შეკრებილები უსმენენ.

აქციის მონაწილეები ისმენენ იმ განცხადებებს, რასაც გიორგი გახარია მომხდარი დარბევის შეფასებისას აკეთებს.

მინისტრის თქმით, დარბევის ბრძანება მან გასცა, მიზეზი კი აქციის ძალადობრივი ხასიათი იყო.

გიორგი გახარია ამბობს, რომ პარლამენტის წინ ვითარება საღამოს 10 საათის შემდეგ დაიძაბა და შეკრებილები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. მინისტრის შეფასებით, მომიტინგეებმა პარლამენტზე შტურმი მიიტანეს.