შს მინისტრი დღეს პარლამენტში მივა

{{ARTICLEIMAGE}}

პარლამენტში დღეს შს მინისტრს ელოდებიან. გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამასთან დაკავშირებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე გუშინ “ევროპული საქართველოს” წევრს სერგი კაპანაძეს შეხვდა.

აუდიენციისას შეჯერდნენ იმ კითხვებზე, რომლებსაც შს მინისტრს დაუსვამენ. კაპანაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას ამ დრომდე არ გაუცია პასუხები საგამოძიებო კომისიის მიერ დასმულ კითხვებზე, თუმცა ხვალ თავის არიდება აღარ გამოუვა.


გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებას ზაზა სარალიძეც გეგმავს, რომელსაც აინტერესებს, რატომ აფარებენ ხელს მისი შვილის მკვლელებს.


შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს, თუმცა გიორგი გახარია პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.

გიორგი გახარია სამინისტროს საქმიანობაზე ისაუბრებს. წინასწარი ინფორმაციით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხება ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებასა და არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებს. შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხზეც დაუსვამენ შეკითხვებს.