ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 20 ივნისის მოვლენების შესახებ მოსახლეობის 92 პროცენტს სმენია. 92 პროცენტიდან 46 პროცენტი (ჯამში მოსახლეობის 42 პროცენტი) აცხადებს, რომ აქციის ერთ-ერთ მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ემხრობოდა.
92 პროცენტიდან 39 პროცენტი (მოსახლეობის 35,9 პროცენტი) ამბობს, რომ ამ მოთხოვნას არ იზიარებდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.