შსს 13 წლის მოზარდის გარდაცვალების გარემოებას ადგენს

{{ARTICLEIMAGE}}

გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის ოჯახის წევრები გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ბადალოვების მტკიცებით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში, სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა.

გარდაცვლილი მოზარდის მამის იდაიფ ბადალოვის განცხადებით, მათთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, პოლიცია კი იმის გამო, რომ ის არასრულწლოვანია არ აკავებს.

სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მოზარდის თანასოფლელები, ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ.

13 წლის ბიჭს, ეზოში თამაშის დროს ხელი კრეს, ის წაიქცა, თუმცა წამოდგა და თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი შეუძლოდ გახდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძინე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის ბოლნისში, სახლში გადაასვენეს.