შსს ადასტურებს, რომ ნორვეგიაში ქართველი საჯარო მოხელე დააკავეს

{{ARTICLEIMAGE}}
შსს ადასტურებს, რომ ნორვეგიაში დააკავეს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის თანამშრომელია. ტელეკომპანია “რუსთავი2-ის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გრიგოლ აბრალავასთან ერთად, კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული. თავად ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს და არ ის იცის, სად იმყოფება გრიგოლ აბრალავა.

“ვერ გეტყვით, არ ვიცი, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ბოდიში, თუ შეიძლება, კანონპროექტი გამაქვს, გადავიკითხავ. როგორ გითხრათ, ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა. სად არის თქვენი ცოლის ძმა? თქვენი ქმრის ძმა? ძმის ცოლი სად გყავთ? რა ვიცი, არ მინახავს, არ მაქვს ხშირი ურთიერთობა. რატომ მესაუბრებით არასერიოზულ კითხვებზე. ვიცი, რომ ბოლოს უნდა ყოფილიყო პოლონეთში, სწავლობს დოქტორანტურაში. ორი კვირაა, არ მინახავს. არ მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია. დავურეკავ და დავაზუსტებ”, ამბობს ზარდიაშვილი რუსთავი2თან.