შსს-მ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე მხარეები  პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა.ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მთაწმინდის  მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობდა.