შსს-მ ნიკა გვარამიას თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შსს-მ ნიკა გვარამიას თავასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, დაზიანება ცხვირის და თვალის არეში მიიღო.