შსს-მ პარლამენტთან აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანა

შსს-მ პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30-წუთიანი ვადა მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა. მათი განმარტებით, აქციის მონაწილეები გზას უკანონოდ კეტავენ, ამის გამო, დემონსტრანტები ტროტუარებზე გადადიან.

სამართალდამცავებმა აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ მომიტინგეებს დაეტოვებიათ გზის სავალი ნაწილი. მათ 30-წუთიანი ვადა მისცეს აქციის მონაწილეებს. გაფრთხილების შემდეგ მონიტინგეებმა ტროტუარებზე გადაინაცვლეს. მიუხედავად ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო.