{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს კახეთში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას და ისჯება როგორც ჯარიმით, ისე თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შსს-ს ცნობოთ, კახეთში მომხდარი ინცინდენტისას 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მათ 16 დეკემბერსვე ჩაუტარდათ გამოკვლევები. დაშავებულთაგან ერთი, ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. დანარჩენი დაზარალებულები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობაც, სახლებში აგრძელებენ მკურნალობას.
ინაუგურაციის პარალელურად გუშინ დაპირისპირებები და ხელჩართლი ჩხუბი იყო სოფელ ველისციხეში, გაერთიანებული ოპოზიცის წევრებსა და პოლიციას შორის. დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წევრებმა თელავში შესვლა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მათ განუმარტა, რომ თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შეეძლოთ. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრმლები.
ასევე დაშავდა აქციის ერთი მონაწილეც. ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ პოლიციელებმა მათ წინააღდმეგ მომწავლავი გაზი გამოიყენეს. ოპოზიციისს წევრები ხელისუფლების კანონიერი გზით დამხობაზეც საუბრობდნენ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კახეთის შემდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლა. პარლამენტის წინ მათ კარვები გაშალეს, თუმცა სამომავლო გგემებზე არ უსაუბრიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება პოლიციელის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო. გიორგი გახარიამ პოლიციელებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირი, მიუხედავად პოლიტიკური სტატუსისა კანონის შესაბამისად დაისჯება.