შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი პირი დააკავა


{{ARTICLEIMAGE}}შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მიმართ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ძებნილი პირი წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. სასამართლომ დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.