შსს მსოფლიო ჩემპიონს ლაშა ბექაურს პოლიციისადმი დაუმორჩილებლოსა და ხულიგნობას ედავება

მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება.

„ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, ბექაურმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს. ბექაურის თქმით, სამართალდამცავებმა მას იმის გამო სცემეს, რომ  პირადობის მოწმობა არ წარადგინა. მოგვიანებით, ბექაურმა პოსტი წაშალა.