შსს ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყება აცხადებს, რომ პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ახლობლებს ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

მათი თქმით, ნიკა რურუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.