შსს-ს განმარტებით, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას დაკავებას ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.