შსს-ს პიარში, რაც არ უნდა მილიონობით ლარი დაიხარჯოს, ვერ გათეთრდება გახარია-ქებურია

“შსს-ს პიარში, რაც არ უნდა მილიონობით ლარი დაიხარჯოს, ვერ გათეთრდება გახარია-ქებურია”-ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

ლელა ქებურიამ, სესიაზე განაცხადა, რომ გახარიას პიარისთვის ფულის დახარჯვას, სჯობს ხელფასები მოუმატონ ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ამ მოთხოვნით აქციას მართავენ.

“რაც არ უნდა მილიონობით ლარი დაიხარჯოს შსს-ს პიარში, ვერ გათეთრდება გახარია. ამიტომ შეეშვით უსაგნო ფულის ხარჯვას და მიხედეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ფინანსები”, – განაცხადა ლელა ქებურიამ.