შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შს მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურაში ასევე დაიკითხა სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.
შეგახსენებთ, 2017 წლის დეკემბერში პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.