შსს სპეცრაზმის თბილისში მობილიზების შესახებ განცხადებას აკეთებს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები, რომლებიც დღეს შიდა ქართლიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან, როტაციას უკავშირდება და არა თბილისში დაგეგმილ აქციას. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.  

„ეს იყო ჩვეულებრივი როტაცია, რომელსაც არაფერთან კავშირი არ აქვს. მოხდა საპოლიციო ძალების ჩანაცვლება“, – განაცხადეს შსს-ში.

ავტომანქანების გადაადგილების ამსახველი კადრები აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ  სოციალურ ქსელში გაავრცელა.