შსს სწავლობს შეიცავს თუ არა And Then We Danced პორნოგრაფიის ნიშნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შესწავლა შეიცავს თუ არა And Then We Danced პორნოგრაფიის ნიშნებს. ამის შესახებ ბრიფინგზე შსს-ს წარმომადგენელმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

“რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება”, — განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ჰომოფობიური ჯგუფები გეი დრამის ჩვენების ჩასაშლელად ბოლო რამდენიმე დღეა გააქტიურდნენ.

შსს-ს მგავსი მოკვლევა დაიწყო გასპარ ნოეს ფილმზეც და მიიჩნია, რომ “პორნოგრაფიას მიეკუთვნება”.