საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას, გია ბარამიძის და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
შსს-სინფორმაციით, იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს შსს-ში გამოკითხვაზე მისვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა.
გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.